რომელი ზღვა? - კვირის პალიტრა

რომელი ზღვა?

ბავშვობაში ექიმად თავი ვერ წარმოედგინა, ყველაზე მეტად წერა უყვარდა. მოზარდობისას კი ამ პროფესიისადმი ინტერესი გაუჩნდა და ამიტომ ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში. როგორც თავად ამბობს, აქვს პატივი, იყოს ექიმი. სრულიად ახალგაზრდამ უკვე ოთხჯერ გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე - გაჩერებული გული აამუშავა. ენდოკრინოლოგი ფიქრია შიომღვდლიშვილი ამჯერად სახალისო ამბებს გაიხსენებს, რომლებიც მისი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

ზღვაზე იყვნენ ცოლ-ქმარი და ქალმა მეუღლე დაკარგა, ვეღარ პოულობს. ამ დროს "სასწრაფო" ბრიგადის გარდა, გამოძახებაზე საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟებიც მიდიან. მთელი ეს ხალხი წავედით თბილისის ზღვაზე. ვეძებთ, ვეძებთ და არავინ არ ჩანს. ოპერატორები თავიდან არკვევენ, რა ხდება? გაირკვა, რომ ზარი შემოსულია ბათუმიდან და ის კაცი ბათუმის პლიაჟზე დაიკარგა. ოპერატორმა კი სწორად ჩაინიშნა ადგილი, მაგრამ ქალბატონს შეეშალა და თბილისის ზღვა თქვა, ბათუმის ნაცვლად.  (იხილეთ სრულად)