ცხოვრებისეული კურიოზები
კანის ფესტივალი

80-იანი წლების ბოლოა. ეროვნული მოძრაობა დუღს და გადმოდუღს. საბურთალოს ქუჩაზე, ოთარ ჩართოლანის ერთოთახიან ბინაში ტელევიზორს დაძაბულები და თან სიამაყის გრძნობით ალესილები ვუყურებთ მე, ჩემი ძმა  კახა და მასპინძელი. ხოლო ჩვენს აწ განსვენებულ მეგობარ ბორია ჯაფარიძეს ჩასძინებია.

საქმე იმაშია, რომ რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმმა "ჩემი ინგლისელი პაპა" კანის ფესტივალზე პირველი ადგილი დაიმსახურა. ის მომენტია, ქალბატონ ნანას პრიზს გადასცემენ, სწორედ ამ დროს გამოიღვიძა ბორიამ და იკითხა, რა ხდებაო?

- როგორ
თუ რა ხდება, ნანა ჯორჯაძემ კანის ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო-მეთქი, - ვუთხარი გახარებულმა.
ბორია წამოდგა, ტელევიზორთან ახლოს მივიდა, კარგა ხანს უყურა ნანას, მერე ისევ სავარძელში ჩაესვენა და თავისთვის ჩაილაპარაკა, - რა კანი აქვს ახლა ამას ასეთი, პირველი ადგილი რომ აიღოო.

ვასიკო ჩხაიძე, თბილისი


KvirisPalitra.Geმხიარული მოსწავლე

ერთი კლასელი მყავდა, სახელად კაკო. ძალზე მხიარული და საყვარელი ბავშვი იყო, ამიტომაც მიუხედავად მისი სიზარმაცისა, მასწავლებლები ყოველთვის ეხმარებოდნენ, რომ მაღალი ნიშნები მიეღო. ერთ-ერთი ასეთი იყო ქართულის მასწავლებელი ცისანა.

მან კაკოს თავისი ხელით ამოუწერა საზეპიროები, რომელიც მხოლოდ ორ ფურცელს შეადგენდა და სთხოვა ესწავლა. კაკომ რა თქმა უნდა, არ ისწავლა. გამოცდის დღეს კაკო გავიდა დაფასთან და დაიწყო ჩვეული "ბორძიკი". აღელდა ცისანა მასწავლებელი:

- სირცხვილი შენი, კაკო, რა ძნელი იყო ამის დასწავლა, ამ ორ ფურცელს 2 კვირაში შეჭამდა პასუხისმგებლიანი მოსწავლე!
- პატივცემულო, ამის სწავლა მიჭირს მე თორემ, ნიშანს თუ დამიწერ, ორს კი არა, ოც ფურცელს შევჭამ ახლავე, - არ დაიბნა კაკო. სიცილი ვეღარ შეიკავეს კომისიის წევრებმა და კაკომაც ნიშანი მიიღო.

ლევან მინაშვილი, თბილისი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები