"მიდი, დაურეკე ნუნუკას!" - კვირის პალიტრა

"მიდი, დაურეკე ნუნუკას!"

ავტობუსში ქალი მგზავრობს და თან მობილურზე ლაპარაკობს:

- წარმოგიდგენია, ნუნუკა, შევდივარ ჩვენს საძინებელში და რას ვხედავ?! ჩემი ქმარი მეზობლის გოგოსთან შემსავე საწოლში არ ფართხალებს?! ჰოდა, ჩუმად, ფეხის წვერებზე უკან გამოვდივარ, სამზარეულოში გავდივარ, ვიღებ... ვაიმე, ნუნუკა, გოგო, ჩემი გაჩერებაა!... 6-ზე სამსახურიდან რომ გამოვალ, დანარჩენს მაშინ მოგიყვები.

საღამოს 6-ზე, იგივე ქალი იმავე მარშრუტის ავტობუსში ადის, ჯდება. იქ იგივე სახეები ხვდება, რომლებიც დილითაც მგზავრობდნენ. მოულოდნელად, ავტობუსში კიდევ ერთი კაცი ამოხტება. ქოშინით სულს ძლივს ითქვამს და დანარჩენებს მიმართვას:

- ხომ არ დავიგვაინე? - მერე ქალს მიუბრუნდება და ეუბნება:

- რას მომჩერებიხარ? მიდი, დაურეკე ნუნუკას!