"ეგ როგორ ვერ მოვიფიქრეთ?" - კვირის პალიტრა

"ეგ როგორ ვერ მოვიფიქრეთ?"

ამ ცოტა ხნის წინ, ჩემი კლასელი შემხვდა საავადმყოფოში, ბავშვი ჰყავდა მოყვანილი, ლეკვი გვყავს, გაკაწრა და უნდა ავცრაო. მერე იმის და მოვიდა, იმასაც იგივე ლეკვმა გაკაწრა და უნდა ავცრაო.

- გუშინ უფროსი მყავდაო ამ ჩემმა კლასელმა, მანამდე მეორე დის შვილიო და... ლეკვი რომ აცრათ, არ გიფიქრიათ-თქო?

- გაოცებული სახეებით გადახედეს ერთმანეთს, ეგ როგორ ვერ მოვიფიქრეთო.