არაბი ტერორისტის დღიური, რომელმაც გურული მძევლები აიყვანა... - კვირის პალიტრა

არაბი ტერორისტის დღიური, რომელმაც გურული მძევლები აიყვანა...

სოციალურ ქსელში მომხარებელმა თამო კეშამ გამოაქვეყნა სახალისო ჩანაწერი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

არაბი ტერორისტის დღიური, რომელმაც გურული მძევლები აიყვანა...

დღე 1. ავიყვანე მძევლები, თან აღმოაჩდათ რამდენიმე ბოთლი არაყი. დავლიეთ. კინაღამ მოვკვდი...

დღე 2. ისევ დავთვერით ყველანი... გადავრჩი, მგონი...

დღე 3. საშინელი პახმელია მაქვს. გავავრცელეთ ვიდეო, სადაც მოვითხოვეთ თვითმფრინავი და თითოეულ მძევალზე თითო ყუთი ლუდი...

დღე 4. რაც მოვითხოვეთ, მოგვცეს... ლუდი დავლიეთ, მძევლები გათავისუფლებაზე უარს ამბობენ. იარაღი გავყიდეთ და სასმელი ვიყიდეთ.

დღე 5. მოვიდა ომონი. ერთად დავთვერით... ყუმბარები გადავცვალეთ სასმელზე.

დღე 6. ჩვენ მიერ მოთხოვნილ თვითმფრინავს ვეღარ მივაგენით... მთელი დღე ვეძებეთ... ვიპოვეთ... სასმელში გადავცვალეთ...

დღე 7. შუადღემდე სპეცრაზმელებს ველოდეთ... ლუდს შეგვპირდნენ. მოვიდნენ და არაყი მოგვიტანეს...

დღე 8. ყველანი ცუდად ვართ... წითელი ჯვრის წარმომადგენლები მოვიდნენ, სპირტი მოიტანეს... ცოტა ამოვისუნთქეთ...

დღე 9. მოვიდნენ უცხო ადამიანები და გვითხრეს, რომ მძევლები იყვნენ... აღმოჩნდა, რომ ჩვენთან უნდოდათ შემოძრომა... ისინი ლუდზე გადავცვალეთ...

დღე 10. შტურმით ავიღეთ საავიაციო ნავთის საწყობი... საზიზღარი გემო ჰქონია...

დღე 11. უკვე აღარ შემიძლია, როგორმე უნდა გავიპარო...

დღე 12. გაპარვა ვცადე და მძევლებმა არ გამიშვეს... დამემუქრნენ, თუ დავნებდები, ცხვირპირს დამისისხლიანებენ... ისევ დავლიეთ, ჩემი ჩავარდნილი გაქცევის აღსანიშნავად...

დღე 13. დეეეედაააა! მიშველე, წამიყვანე აქედან! (წყარო)