მკითხველის ანეკდოტი - კვირის პალიტრა

მკითხველის ანეკდოტი

მიხა კარგად გამოთვრა და შინისკენ მიმავალს ძილი რომ მოერია, იქვე გზად მდებარე სასაფლაოზე შეუხვია გამოსაძინებლად. შებინდებულზე გამოეღვიძა. დაინახა

მესაფლავე საფლავს თხრიდა. იფიქრა, შევაშინებო და მხეცივით გასძახა.

- უუუუ. მესაფლავემ აინუნშიც არ ჩააგდო. კიდევ ორჯერ ამაოდ სცადა მიხამ მისთვის ანგელოზების დაფრთხობა და რომ ვერაფერს გახდა, გასასვლელისკენ დააპირა წასვლა, ორი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, თავში ნიჩაბი რომ მოხვდა, გონს რომ მოვიდა, თავზე მესაფლავე ადგა: - აქ რამდენიც გინდა იოხუნჯე, გარეთ კი ფეხსაც ვერ გაადგამო.