10 ათას მანეთიანი ადესა... - კვირის პალიტრა

10 ათას მანეთიანი ადესა...

მთელი სამი წელი აბარებდა უმაღლესში ბენიას შვილი კაკო, მაგრამ ვერაფრით შეძლო მოხვედრა. ალბათ გახსოვთ,  კინოფილმ "უდიპლომო სასიძოში" მატარებლიდან

ჩამოდის დაღვრემილი ბიჭიკო და კვლავ ჩავიჭერიო, ეუბნება დედას.

ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო ყოველ წელს, ჩამოვიდოდა კაკო დაღვრემილი და ბენიამ უკვე იცოდა, რომ ჩაჭრილი იყო. მეოთხე წელს, როცა გამოცდების დრო მოახლოვდა, ბენიას ცოლმა უსაყვედურა: - ვინ ეწყობა დღეს თავისით? წადი, მიდექ-მოდექი, შეაწუხე ვინმეო.

ბენიას ჭკუაში დაუჯდა და ერთ თავის ძველ ნაცნობს და ასეთ საქმეებში გაწაფულ პეტრეს ჩააკითხა თბილისში. არ არის ძნელი საქმეო, უთხრა პეტრემ. ძალიან გაუხარდა ბენიას:

- ძამა, შენ ოღონდ ეგ საქმე გამიკეთე და საუკეთესო ადესა ჩემზე იყოს.

- გაგიჟდი, კაცო? - გაიკვირვა პეტრემ - ათი ათასი მანეთის ადესას რა დალევს?!

ნ. კ. ლანჩხუთი