"სხვა რამეში აგერია თხოვნა, ამ თვეში უკვე მესამედ დამიჭირესო" - კვირის პალიტრა

"სხვა რამეში აგერია თხოვნა, ამ თვეში უკვე მესამედ დამიჭირესო"

პოლიციის კაპიტანი დავით ლომაური წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი ერთხანობას ვაკის რაიონის ნარკომანიის განყოფილების უფროსიც გახლდათ და თავისთავად უწევდა ურთიერთობა როგორც ნარკორეალიზატორებთან, ასევე ნარკომომხმარებელთან. ყოფილი ძალოვანი პროფესიული საქმიანობიდან "კვირის პალიტრასთან" სახალისო თავგადასავლებზე ჰყვება:

დაკარგული "გოჭი" დაკავებული მყავს ერთი ძალიან ცნობილი ქალბატონის შვილი ნარკოტიკული ნივთიერების განმეორებით უკანონო მოხმარებისთვის და მისი მეგობარი - უაღრესად მორწმუნე ადამიანი (ისიც ცნობილი ოჯახის შვილი) იმავე ბრალდებით. პირველის დედა, ცნობილი ქალბატონი მოვიდა ჩემთან (იმ პერიოდში ვაკის რაიონის ნარკომანიის განყოფილების უფროსი ვიყავი), კაბინეტში მისი ვაჟი ზის, ავუხსენი რა დაკავების მიზეზი, ქალბატონი მეუბნება, მთელი თვეა მონასტერში დავდივარ და წმინდა პორფირეს ხატს ვევედრები ჩემს შვილს რამე უშველეო და... ამ დროს ვაჟმა მიუგო: ეტყობა, სხვა რამეში აგერია თხოვნა, ამ თვეში უკვე მესამედ დამიჭირესო.

ქალბატონი თავის შვილის მეგობარზე მომიყვა: ეკლესიაში სულ მუხლისჩოქზე დადის, ფეხზე თუ ადგა, ნარკოტიკი უნდა გაიკეთოსო 90-იან წლებში მამამისმა საახალწლოდ შემწვარი გოჭი მოიტანა სახლში, საღამოს მთელი ოჯახი შემწვარ გოჭს ეძებდა დასაჭრელად, ამას კი ეზოში ჩაუტანია და მიწაში დაუმარხავს, მარხვაა და სახლში გოჭი არ შეიძლებაო. (იხილეთ სრულად)