მინისტრობა ხელიდან გაუშვა - კვირის პალიტრა

მინისტრობა ხელიდან გაუშვა

გიორგიმ სამი წლის წინ გურიის ერთ-ერთ სოფელში პურის საცხობი გახსნა და ბიზნესი ააწყო. მანამდე ძლიერ უჭირდა,  მაგრამ თანდათან სული მოითქვა. იმდენად

კარგად წავიდა საქმე, რომ  რაიონში  მანქანები შეიძინა და დისტრიბუციაც გამართა. მალე რაიონში ერთ-ერთი "მსხვილი" პურის ბიზნესმენი გახდა.

ერთ დღეს, როგორც იქნა, მოიცალა მეზობლებისთვის და სოფლის ბირჟაზე მოვიდა, იმავე საღამოს ბირჟაზე მცირე პურმარილი გაიშალა, გიორგიმ ეს მცირე პურმარილი დიდად აქცია და თავის თანატოლებთან ერთად ქეიფში ჩაერთო. მისმა ბავშვობის მეგობარმა, ლადომ, რომელიც ენაკვიმატობით იყო ცნობილი, ჰკითხა:

- გიორგი, კაცურად გვითხარი, სამ წელიწადში როგორ იშოვე ამდენი, მაინც რამდენი ფული გრჩება თვეშიო. გიორგიმაც აღარ დამალა კომერციული საიდუმლოება და - თვე არ ვიცი, მაგრამ დღეში კი მრჩება 200 ლარამდეო. - მერე, შე ოჯახაშენებულო, გეთქვა მანამდე ეგ ხმამაღლა და ხო არ დაგვჭირდებოდა კანადიდან ეკონომიკის მინისტრის ჩამოყვანა, შენ დაგნიშნავდა, რომ გაეგო მთავრობას შენი წარმატებებიო.

ბესო გოგოლაძე, თბილისი