სიმამრის რჩევა - კვირის პალიტრა

სიმამრის რჩევა

ეს ამბავი ერთ პატარა იმერულ ქალაქში მოხდა. გივი ბ-ძის ულამაზეს გოგოს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ თავად ნათია გადაწყვეტილებას ვერ იღებდა,

რადგან მამის გარეშე ნაბიჯსაც ვერ დგამდა.

მამა კი ამბობდა, სიძე თავად მე უნდა შევარჩიოო. მართალია, ნათიას უკვე უყვარდა ქუთაისელი ბექა, მაგრამ მამას მაინც ვერ გაუბედა თქმა. ერთ დღეს ბექამ ვეღარ გაუძლო მონატრებას და ნათიას ჩააკითხა. გოგონამ კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ძლიერ უყვარდა, მაგრამ მამა ჯერჯერობით მის გათხოვებაზე უარს აცხადებდა.

დაღონებული ვაჟი ტაქსიში ჩაჯდა და ქუთაისში წამიყვანე, ამის დედაც ვატირეო, უთხრა მძღოლს. რა გაგჭირვებია ასეთი, ძმაოო? - ჰკითხა მძღოლმა, გოგო მიყვარს, მაგრამ მამამისი უარზეაო, - არ დაუმალა ბექამ... მერე მამას რას ეკითხები, მიდი, სტაცე ხელი და წაიყვანეო, - დაარიგა ტაქსისტმა.

- ჯიგარი ხარ, ძმაო, უთხრა ბექამ, - მოაბრუნე მანქანა, არ მივდივარ ქუთაისში, ან დღეს და ან არასოდესო. კარი დაკეტა და ნათიას სახლისკენ გაექანა. იმ საღამოს გივის შეატყობინეს ნათიას გაპარვა, მეორე დღეს ჩააკითხა შვილს ქუთაისში მამამ და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, როცა ბექამ ტაქსის მძღოლში სიმამრი ამოიცნო, ხოლო გივიმ ხმა ვეღარ ამოიღო, შენ რას გერჩი, ჩემი ბრალია ყველაფერიო.

ლაშა დ-ძე, ქუთაისი