სადა ხარ, ჩემო სულიკო? - კვირის პალიტრა

სადა ხარ, ჩემო სულიკო?

(აკაკისეულად)

ლიტერატურულ წრეებში აკაკი წერეთლის ლექსზე - "სულიკო" უამრავი მოსაზრება არსებობს. ზოგი ამბობს აკაკიმ "სულიკოში" საქართველო იგულისხმაო, ზოგიც ფიქრობს, რომ მის ერთ-ერთ საყვარელ ქალს ერქვა სულიკო და იმას მიუძღვნაო.

ჩვენ გავშიფრეთ ამ ლექსის საიდუმლოება. საქმე იმაშია, რომ ეს არის მომავლის ლექსი. გენიოსმა პოეტმა წინასწარ განჭვრიტა საქართველოს 2010 წლის მდგომარეობა და ეს ლამაზი სტრიქონები დღევანდელ ქართულ ოპოზიციას მიუძღვნა. მცირე ინტერპრეტაციით გთავაზობთ ლექსის თანამედროვე ვარიანტს. მაშ ასე: "სულიკოში" ვიგულისხმოთ ოპოზიცია.

ოპოზიციას ვეძებდი,

ვერ ვნახე, დაკარგულიყო,

არც გუბაზი ჩანს აქუსთან,

სადა ხარ, ჩემო სულიკო?!

ბაზართან შალვა შევნიშნე,

ობლად რომ გამოსულიყო,

გულისფანცქალით

ვკითხავდი -

შენ ხომ იყავი სულიკო?!

სულგანაბული "უცნობი"

ვაკეში მიმალულიყო,

მივეხმატკბილე "გრეჩიხებს",

სადა ხართ თქვენ და

სულიკო?!

შეიფრთხიალა "უცნობმა",

არ მაქვს "მაესტრო - TV -ო".

ჩაიკვნეს - ჩაიჭიკჭიკა

თითქოს სთქვა "გივი,

გივიო".

ქრისტიან - დემოკრატებიც

მწვავედ რომ გამოსულიყო,

მათ შევეკითხე, შემთხვევით

თქვენ ხომ არა ხართ

სულიკო?!

დასტური მომცა გიორგიმ,

ინგამ ქოქოლა გვაყარა,

და ამ დროს ყურში

ჩურჩულით

ვანომაც ასე მახარა:

ეგ არის, ვისაც ეძებდი,

მორჩი და მოისვენეო,

ის "ალიანსიც" გათავდა,

დღე ტკბილად გაითენეო.

სამად დაშლილა ის ერთი,

ლიდერად ვერვინ ივარგა,

ზოგი რუსეთში, ზოგი კი

პარიზში გადაიკარგა.

მე "ლიჩნად" აღარ დავეძებ

ოპოზიციას სანთლებით,

არც მიტინგებზე ვივლი და

არც ვყვირი - "მიშა,

ვარდები!"

კურიერს ვუსმენ, რუსს

ვლანძღავ,

მიშას შევყურებ ლხენითა,

და რასაცა ვგრძნობ მე იმ

დროს,

ვერ გამომითქვამს ენითა.

ახლა "ნაცებში" შევდივარ,

ადრე ჩემგან რომ კრულ იყო,

ერთ ტენდერს მეც კი

მოვიგებ,

სულ არ მჭირდები

სულიკო!