მეგობრული ჩხუბი - კვირის პალიტრა

მეგობრული ჩხუბი

თანაც, საკვირველი ის იყო, რომ ძალიან უცნაური მიზეზის გამო იცოდნენ ერთმანეთში ჩხუბის ატეხა. თანასოფლელები მათ დაპირისპირებაზე ხშირად იცინოდნენ. ერთხელ ორივენი სოფლის ცენტრში იდგნენ და "აბირჟავებდნენ", რაღაცაზე ისევ კინკლაობდნენ. ამ დროს უცხო მანქანა გაჩერდა და გიორგის სახლი იკითხა. თორნიკე მანქანას მიუახლოვდა და უცხოს გიორგის სახლისკენ მიმავალი გზა აჩვენა. ამ დროს მივიდა ირაკლი და მძღოლს ეუბნება:

- აქეთ მომხედე, ძამია, ამან რა იცის, დებილია, ვერ ხედავ? მე გეტყვი, როგორ უნდა მიხვიდე.

- ვინაა დებილი, შენი კარგიც!... - არ დააყოვნა თორნიკემ.

- ვის აგინებ, შე მართლა დებილო და დეგენერატო! - გაცხარდა ირაკლი და მუშტი მოუქნია მეგობარს. ეგრე არ უნდაო და ისეთი ჩხუბი ატეხეს, სოფლის სტუმარი იძულებული გახდა ჩარეულიყო.

- დაწყნარდით, ბიჭებო, ნუ ჩხუბობთ...

- შენ ვინღა გეკითხება, ეგერ ცხოვრობს გიორგი და წადი, თავი დაგვანებეო, - დაუყვირა თორნიკემ და ჩხუბი გააგრძელა.

გ. კარკალაია,

სოფ. პატრიკეთი