ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

სვანს სიზმარში სცემეს და მეორე დღეს ძმაკაცებთან ერთად დაიძინა.

***

- რატომ წახვედი პოლიტიკაში? - ეკითხებიან ქართველ დეპუტატს.

- აბა, შეხედეთ, რა ხდება? მთავრობა მარტო თავის თავზე ფიქრობს -  განცხრომაში არიან, ფუფუნებაში ცხოვრობენ.

- და თქვენ ამას გინდათ ებრძოლოთ?

- არა, მე ამაში მონაწილეობა მინდა მივიღო.

***

კაცი ქალთან ერთად შედის აბანოში, მაგრამ გააჩერებენ:

- აქ ქალთან ერთად შესვლა არ შეიძლება.

- რას ამბობთ, ეს ხომ ჩემი ცოლია?

- შენი ცოლი არა ის, მესამე კაცთან ერთად მოვიდა დღეს და ყველა მაგას მეუბნება.