„რისი დარაჯი ხარ, სკიდან ფუტკარი როგორ გამოგეპარაო..." - კვირის პალიტრა

„რისი დარაჯი ხარ, სკიდან ფუტკარი როგორ გამოგეპარაო..."

ქეთი ობოლაშვილი ახალგაზრდა მეფუტკრეა, რომელიც ჟურნალ „გზასთან“ სახალისო ისტორიას იხსენებს:

„გასულ წელს ალგეთის პირას გვყავდა ფუტკარი სამთაბაროდ. რამდენიმე ადგილობრივი მეფუტკრეც შემოგვიერთდა, დარაჯი დავაყენეთ და ფუტკარი ჩავაბარეთ. ერთ დღეს ჩავაკითხე, დარაჯი ცოტა ნაწყენი დამხვდა. მიზეზი ვკითხე და უცნაური რამ მიამბო: ერთი ადგილობრივი მეფუტკრის სკიდან ნაყარი გამოსულა და იქვე ხეზე დაბინავებულა. დარაჯს ბავშვი გაუგზავნია სკის პატრონთან, თან დაუბარებია, მალე მოვიდეს, ნაყარი გამოიპარა და მიხედოსო. ეს მეფუტკრე დამწყები ყოფილა, არ იცოდა ფუტკრის არაფერი და ჩხუბით ჩამოვარდნილა, რისი დარაჯი ხარ, სკიდან ფუტკარი როგორ გამოგეპარაო..."

იხილეთ ასევე: ფიქრია ექიმის კურიოზები, რომელმაც უკვე ოთხჯერ გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე