სვანი და ქვითარი - კვირის პალიტრა

სვანი და ქვითარი

ნათესავის მეგობარს დედა გარდაეცვალა. დაკრძალვის დღეს კონვერტში ჩადო ფული და წერილიც დაურთო თავისი ვინაობით. ქელეხში ვერ დარჩა, სამსახურში მოუხდა სასწრაფოდ წასვლა, ამიტომ კონვერტი ჭირისუფალს ჯიბეში ჩაუდო, ბოდიში მოუხადა და

წავიდა. როცა მოიცალა, გაახსენდა, რომ გაზის ფული ჰქონდა გადასახდელი და ქვითარი მოძებნა, ისიც კონვერტში ჩადებული, მაგრამ ვერ იპოვა, სამაგიეროდ, იპოვა ის კონვერტი, სადაც ჭირისუფლისთვის გადასაცემი წერილი და თანხა იდო...

უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და მეორე მეგობარს შესჩივლა; მეგობარმა - ნუ გეშინია, სვანია, ვერაფერს გაიგებს, ის კი არა, შეიძლება გაზის გადასახადიც კი გადაიხადოსო.

ასეც მოხდა. სვან ჭირისუფალს გაზის ფული გადაუხდია და თავისი მეუღლისთვის გადახდილი ქვითარიც Uუჩვენებია, რისთვისაც მისგან გაზის გადასახადის დროულად გადახდისათვის მადლობაც მიუღია.