"უცებ რამაზმა ამოყო თავი: არ მინდა მე ეს "შვისტოკი". ისეთი ბედი მაქვს, ყრუ ზვიგენი შემხვდებაო"
23-01-2019
"უცებ რამაზმა ამოყო თავი: არ მინდა მე ეს "შვისტოკი". ისეთი ბედი მაქვს, ყრუ ზვიგენი შემხვდებაო"
ფოტო:რამაზ ჩხიკვაძე მეუღლესთან - ნატაშა ჩხიკვაძესთან ერთად
"შვისტოკი" და ყრუ ზვიგენი

მსახიობი დალი მაცაბერიძე ლეგენდარულ რამაზ ჩხიკვაძეზე ერთ სახალისო ამბავს იხსენებს:
- ერთხელ კუბიდან მექსიკაში მივდიოდით გასტროლებზე, საბჭოთა კავშირის ნაჩუქარი თვითმფრინავით უნდა გადავფრენილიყავით. ოკეანის თავზე ვიყავით, როცა თვითმფრინავი მოულოდნელად მკვეთრად დაეშვა ქვემოთ. ყველა შევშინდით. სტიუარდესებმა სამაშველო რგოლები დაგვირიგეს. მერე სასტვენები მოგვცეს - კატასტროფის შემთხვევაში, ოკეანეში ჩაცვენილებს ხმის გამოცემა რომ შეგვძლებოდა. ვიღაცამ თქვა: ამ "შვისტოკებით" ზვიგენებს დავაფრთხობთ, რომ არ შეგვჭამონო... უცებ რამაზმა ამოყო თავი: არ მინდა მე ეს "შვისტოკი".
ისეთი ბედი მაქვს, ყრუ ზვიგენი შემხვდებაო... ისეთი ხარხარი ატყდა, აზანზარდა ყველაფერი. ახლა შეშინებული სტიუარდესები გამოცვივდნენ, რა ხდება, გაჩერდით, არ შეიძლება ასეთი ხმაურიო... აღარავის გვახსოვდა, რომ კატასტროფის საშიშროება იყო...

არ ვიცი, აქედან გაჩნდა ანეკდოტი "ყრუ ზვიგენზე", თუ მანამდეც არსებობდა და რამაზმა საჭირო დროს გაიხსენა, მაგრამ ის
კი ფაქტია, თვითმფრინავის მგზავრებმა იმ დრამატულ წუთებში პირველად მოისმინეს ეს ხუმრობა და ისე ახარხარდნენ, ლამის მართლა ჩამოაგდეს თვითმფრინავი.

წინასწარ ვინ რა იცოდა, რა მოხდებოდა, იქნებ მართლაც კატასტროფით დასრულებულიყო ის ფრენა... რამაზ ჩხიკვაძე მზად იყო და სიკვდილს სიცილით ეგებებოდა - ესეც მთავარი შტრიხია მისი პორტრეტისა... იხილეთ სრულად

ტოტო
24 იანვარი 2019 11:01
მახსოვს,რომ იგივე, სასტვენთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძესაც აქვს ნათქვამი.
ლელა
24 იანვარი 2019 09:47
ვინ ვის აჩუქა თვითმფრინავი ვერ გაიგებ...

უმჯობესია უფრო დაკვირვებით დაწეროთ ხოლმე..


რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები