"სისხლი მაგათ არა აქვთ და..." - "ნაციონალების" უსისხლო რევოლუცია და ოტია იოსელიანის ენამწარე იუმორი
"სისხლი მაგათ არა აქვთ და..." - "ნაციონალების" უსისხლო რევოლუცია და ოტია იოსელიანის ენამწარე იუმორი
ფოტო:ოტია იოსელიანი და გიზო კაკაურიძე
ქუთაისში ყველა იცნობს რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტს, უბადლო იუმორის პატრონ გიზო კაკაურიძეს, რომლის მოთხრობილ ერთ სახალისო ამბავსაც გთავაზობთ:

- 1997-98 წლებში ოტია იოსელიანი ჩვენს თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად მოვიდა. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. თავად უხვი იუმორით დაჯილდოებულს ძალიან მოსწონდა ჩემი ხუმრობები. ოტიას პაროდიებს რომ ვაკეთებდი, კმაყოფილი იღიმოდა. მეუბნებოდა, - ასე მგონია სცენაზე შენ კი არა, მე ვდგავარო.

ერთხელ მე და ოტია ერთ ღონისძიებაზე მოვხვდით, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ვარდების რევოლუციის" ღვაწლსა და წარმატებულ
რეფორმებზე ლაპარაკობდნენ. ერთი ნაციონალი თუთიყუშივით იმეორებდა, - "ვარდების რევოლუცია" ისე მოვახდინეთ, წვეთი სისხლი არ დაღვრილაო. უყურებს ოტია და ძარღვები ებერება, ითმინა, ითმინა და ბოლოს ხმამაღლა წამოიძახა, - რაია, ამ ნაციონალებს რომ დოუჩემებიათ უსისხლოდ მოვახდინეთ რევოლუცია, სისხლი მაგათ არა აქვთ და საიდან უნდა გამოსდენოდათო. სტუმრები უხერხულად
კი იშმუშნებოდნენ, მაგრამ სიცილს ვერ იკავებდნენ ენამწარე ოტიას ხუმრობაზე. იხილეთ სრულად


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები