"სისხლი მაგათ არა აქვთ და..." - "ნაციონალების" უსისხლო რევოლუცია და ოტია იოსელიანის ენამწარე იუმორი - კვირის პალიტრა

"სისხლი მაგათ არა აქვთ და..." - "ნაციონალების" უსისხლო რევოლუცია და ოტია იოსელიანის ენამწარე იუმორი

ქუთაისში ყველა იცნობს რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტს, უბადლო იუმორის პატრონ გიზო კაკაურიძეს, რომლის მოთხრობილ ერთ სახალისო ამბავსაც გთავაზობთ:

- 1997-98 წლებში ოტია იოსელიანი ჩვენს თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად მოვიდა. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. თავად უხვი იუმორით დაჯილდოებულს ძალიან მოსწონდა ჩემი ხუმრობები. ოტიას პაროდიებს რომ ვაკეთებდი, კმაყოფილი იღიმოდა. მეუბნებოდა, - ასე მგონია სცენაზე შენ კი არა, მე ვდგავარო.

ერთხელ მე და ოტია ერთ ღონისძიებაზე მოვხვდით, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ვარდების რევოლუციის" ღვაწლსა და წარმატებულ რეფორმებზე ლაპარაკობდნენ. ერთი ნაციონალი თუთიყუშივით იმეორებდა, - "ვარდების რევოლუცია" ისე მოვახდინეთ, წვეთი სისხლი არ დაღვრილაო. უყურებს ოტია და ძარღვები ებერება, ითმინა, ითმინა და ბოლოს ხმამაღლა წამოიძახა, - რაია, ამ ნაციონალებს რომ დოუჩემებიათ უსისხლოდ მოვახდინეთ რევოლუცია, სისხლი მაგათ არა აქვთ და საიდან უნდა გამოსდენოდათო. სტუმრები უხერხულად კი იშმუშნებოდნენ, მაგრამ სიცილს ვერ იკავებდნენ ენამწარე ოტიას ხუმრობაზე. იხილეთ სრულად