"ხოხ, მამიდაჩემი კაცზეა დაქორწინებული" - კვირის პალიტრა

"ხოხ, მამიდაჩემი კაცზეა დაქორწინებული"

მოსამართლე მეგრელს ეკითხება: – დაქორწინებული ხართ?

– დიახ, პატივცემულო.

– ვისზე?

– ქალზე პატივცემულო.

– ნუ მატრაბაზობთ, ეს ისედაც ცხადია, რომ ქალზე ხართ დაქორწინებული.

– ხოხ, რატომ? მაგალითად, მამიდაჩემი კაცზეა დაქორწინებული.