"ხოხ, მამიდაჩემი კაცზეა დაქორწინებული"
მოსამართლე მეგრელს ეკითხება: – დაქორწინებული ხართ?
– დიახ, პატივცემულო.
– ვისზე?
– ქალზე პატივცემულო.
– ნუ მატრაბაზობთ, ეს ისედაც ცხადია, რომ ქალზე ხართ დაქორწინებული.
– ხოხ, რატომ? მაგალითად, მამიდაჩემი კაცზეა დაქორწინებული.