პოლიტიკური ანეკდოტები: - კვირის პალიტრა

პოლიტიკური ანეკდოტები:

ბუში, ბლერი და სააკაშვილი ხვდებიან ერთმანეთს.

ბუში ამოიღებს ვერცხლის პორტსიგარს, ზედ აწერია: - ,,შვილ ბუშს მამა ბუშისგან".

ბლერი ამოიღებს ოქროს პორტსიგარს წარწერით: - ,,ბლერს დედა დედოფლისაგან".

სააკაშვილი ამოიღებს პლატინის პორტსიგარს 5-კარატიანი ბრილიანტით. წარწერა: - ,,ასლან აბაშიძეს ლუჟკოვისაგან".

***

"ნაციონალმა" დაიჭირა ოქროს თევზი. თევზმა უთხრა, გამიშვი და სამ სურვილს შეგისრულებო. Kკარგიო, უპასუხა ,,ნაციონალმა". პირველი სურვილი - მიშა მიმყოფე დიდხანს პრეზიდენტადო. შესრულებული იქნებაო, ახლა მეორე და მესამე სურვილებიც თქვით - უთხრა თევზმა. "ნაციონალმა", - შენ ეგ ერთი სურვილი შემისრულე და მეორე და მესამე თავისთავად იქნებაო.

***

ოპოზიციონერი შედის საარჩევნო კომისიაში:

- არ შეგიძლიათ 69,9 პროცენტი დამიწეროთ?

- 69,9 რა არის? ბარემ 70 გეთქვა.

- 70 რა, "ნაციონალი" კი არა ვარ.

გიორგი ბაღდავაძე, თბილისი