ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

რეზოლუცია

სვანეთში გამგებლის სახელზე დაწერილ განცხადებას, რომელშიც თანამშრომელი ითხოვდა გაშვებას კუთვნილ შვებულებაში, გამგებელმა ასეთი რეზოლუცია დაადო - "წადი".

ზ. გოგოძე, თბილისი

KvirisPalitra.Geცალხელა მდივანი

ეს ამბავი კომუნისტების დროს მოხდა. ერთ-ერთ რაიკომის მდივანს სხდომაზე გული წაუვიდა, მაშინვე გაიყვანეს მეორე ოთახში და ტახტზე წამოაწვინეს. რა თქმა უნდა, სასწრაფო 5 წუთში მოვიდა, კურიოზიც მაშინ მოხდა. სასწრაფოს ექიმად ახალი კადრი მიუღიათ და სწორედ ეს ახალი მოვიდა.

ექიმი მდივანთან შევიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ უკანვე გამოვიდა და ნაღვლიანად თქვა: სამწუხაროდ, ჩვენ მას ვეღარაფერს ვუშველით, მკვდარია! ამის თქმა იყო და გამოვარდა რაიკომის მდივანი ოთახიდან, ვინაა მკვდარი, შე მართლა მკვდაროო, – შეჰყვირა შეშინებულ ექიმს.

საქმე იმაში გახლდათ, რომ ექიმს პაციენტისთვის პულსი გაუსინჯავს, რომელიც საერთოდ არ ჰქონდა, ანდა როგორ ექნებოდა, როცა მდივნის მარცხენა ხელი პროთეზი იყო.

მიხეილ ობოლაძე, ქუთაისი