"კაცი რომ ვიყო, ცოცხი მეკავებოდა ხელშიო?!" - კვირის პალიტრა

"კაცი რომ ვიყო, ცოცხი მეკავებოდა ხელშიო?!"

ჟურნალისტი და სურამის კოლორიტი გოგი გოგოლაძე მიიჩნევს, რომ ქართლელები იუმორში სხვა კუთხეების წარმომადგენლებს არაფრით ჩამორჩებიან. ამის დასტურად კი რამდენიმე ისტორიას იხსენებს:

გოგი გოგლაძე:

"სურამში ერთი ცნობილი ებრაელი მექუდე იყო, დანიელი, რომელიც შინ კერავდა ქუდებს, თან ოჯახი ვაჭრობდა. ერთხელ კლიენტი მისულა მის ცოლთან და ევაჭრება, დამიკელი ცოტაო, ქალი ცოცხალი თავით კაპიკს არ უკლებს. ამ დროს დანიელს ქუდის კერვა დაუსრულებია და ნარჩენების ხვეტით გამოდის. კლიენტმა რომ დაინახა, ქალს რა ველაპარაკო, კაცი არა ხარ, მომეშველე, უთხარი, დამიკლოსო, სთხოვა. კაცი რომ ვიყო, ცოცხი მეკავებოდა ხელშიო?! - უპასუხია თავაუწევლად". (იხილეთ სრულად)