"ეგ კი არა, პროქტოლოგი გელა მუხაშავრია უნდა აერჩიათ, საქმე მაინც უკანალისკენ გვაქვსო..." - კვირის პალიტრა

"ეგ კი არა, პროქტოლოგი გელა მუხაშავრია უნდა აერჩიათ, საქმე მაინც უკანალისკენ გვაქვსო..."

ტელეკომპანია "იმედის" იუმორისტულ გადაცემაში ექიმი ლადო კახაძე ერთ სახალისო ამბავს მოყვა:

"1998 წელია, ამირჩიეს თბლისის საკრებულოს თავმჯდომარედ. ჰოდა, ქალაქის კოლორიტს, მწერალსა და პოეტს, აწ განსვენებულ გიზო ნიშნიანიძეს უკითხავს, - ვინ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედო? - უპასუხიათ, - ლადო კახაძეო.

რომელი კახაძე, გინეკოლოგიო? - უკითხავს, ხოლო როცა დაუდასტურეს, - უთქვამს, ეგ კი არა, პროქტოლოგი გელა მუხაშავრია უნდა აერჩიათ, საქმე მაინც უკანალისკენ გვაქვსო..."

იხილეთ ასევე: "შუხურის" შემთხვევაში დარეკეთ ჩემთან " - ლეგენდად შემორჩენილი თბილისური ამბები