მკითხველი აცინებს მკითხველს - კვირის პალიტრა

მკითხველი აცინებს მკითხველს

ქორწილამდე

მამაკაცი: როგორც იქნა, მთელი ცხოვრება ამას ველოდი.

ქალი: იქნებ წავიდე?

მამაკაცი: არა, არც იფიქრო ამაზე!

ქალი: გიყვარვარ?

მამაკაცი: რა თქმა უნდა!

ქალი: გიღალატია ჩემთვის ოდესმე?

მამაკაცი: არა, ეგ როგორ გაიფიქრე?

ქალი: მაკოცებ?

მამაკაცი: აუცილებლად!

ქალი: ხომ არ მცემ?

მამაკაცი: არავითარ შემთხვევაში!

ქალი: მაშ, მჯეროდეს შენი?

ქორწილის შემდეგ:

წაიკითხეთ ტექსტი ქვემოდან ზევით.

ნ. კასრაძე

KvirisPalitra.Ge***

ექიმთან მიღებაზე:

- გისმენთ, ჩემო კარგო, რა გაწუხებთ?

- ექიმო, ამ ბოლო დროს შევამჩნიე, თითქოს ყველა იგნორირებას მიკეთებს.

- შემდეგი!..

KvirisPalitra.Ge***

მიხო მივიდა სტომატოლოგთან და ეკითხება:

- ექიმო, კბილის ამოღება ანესთეზიით უფრო იაფია თუ მის გარეშე?

- რა თქმა უნდა, მის გარეშე უფრო იაფია.

- მაშინ ამოიღეთ ანესთეზიის გარეშე.

- ძალიან მტკივნეული იქნება ანესთეზიის გარეშე, - აფრთხილებს ექიმი.

- არა უშავს, - მიუგო მიხომ და თან კორიდორში მომლოდინე ცოლს გასძახა:

- დედაკაცო, შამაიყვა დედაშენი.

***

სვანმა სკაიპში ზარი გაუშვა მეგობართან, გადმომირეკეო.