"აბა, ზამთარში შენ წაუღებ, თუ?!" - კვირის პალიტრა

"აბა, ზამთარში შენ წაუღებ, თუ?!"

გურიაში კაცი გარდაიცვალა, ჰოდა, ახლობლები მსჯელობენ, ჩააყოლონ თუ არა ყაბალახი მიცვალებულს საფლავში.

ბევრი იკამათეს, მაგრამ ვერ გადაწყვიტეს, ბოლოს ერთმა თქვა:

- ძამა, რათ უნდა მაგას ამ ზაფხულში ყაბალახი? - აბა, ზამთარში შენ წაუღებ, თუ?! - უპასუხა მეორე გურულმა?