ხუმარა ავტოინსპექტორი - კვირის პალიტრა

ხუმარა ავტოინსპექტორი

კახეთის ერთ-ერთ რაიონში ავტოინსპექტორად მუშაობდა ენაკვიმატი შაქრო ბ. ერთხელ შაქრომ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ავტომანქანა "ჟიგული" გააჩერა და 5 ლარს

სთხოვდა. მძღოლი, რა თქმა უნდა, უარზე იყო. ამ გაწევ-გამოწევაში შავმა "მერსედესმა" ისე ჩაიქროლა, ჩვენი ინსპექტორი და "დამნაშავე" ერთმანეთს მიაკრა.

- აჰა, ეს რატომ არ გააჩერე? - გაბრაზებით უთხრა "ჟიგულის" მძღოლმა.

- მაგას კაკლის ხე გააჩერებს, შენ რასაც გთხოვ, ის გააკეთე, - არ დაიბნა შაქრო.

გურამ შავლაშვილი, ყვარელი