თელაველთა ანეკდოტი
თელაველებისა და გურჯაანელების "გადაკიდების" ამბავი საქვეყნოდაა ცნობილი. ერთმანეთს ბევრ ანეკდოტს უგონებენ. ბოლო დროს გურჯაანელები აშკარად სჯაბნიდნენ. ჰოდა, თელაველებმა ასეთი ანეკდოტი "შეთხზეს":
ასამართლებენ გოდერძი მახარაშვილის მკვლელ გერმანელს.
- რატომ მოკალი? - ეკითხება მოსამართლე ფრიცს.
- ქართველი ვარო, რომ თქვა, არ ვესროლე, სიმღერა რომ დაიწყო, არც მაშინ ვესროლე, მაგრამ გურჯაანელი ვარო, რომ თქვა, ვეღარ მოვითმინეო.
მამუკა გოგიაშვილი, თბილისი