ფრთხილად გურულებთან - კვირის პალიტრა

ფრთხილად გურულებთან

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. ჩვენს მეგობარ გიგა გ-ძეს გურიაში გარდაეცვალა ბაბუა. რა თქმა უნდა, მთელი სამეგობრო წავედით. გზაში გიგას მეზობელმა

გაგვაფრთხილა, ზედმეტი არაფერი თქვათ, ხომ იცით გურულების ენის ამბავიო. ჩავედით ოზურგეთში. ხმას არ ვიღებთ არც ერთი.

სამძიმარი კი მოვიხადეთ, მაგრამ გიგა არ დაგვხვდა, სადღაც ყოფილა წასული და რომ მოვიდა, ჩვენც მეორედ შევედით "ზალაში", დავარტყით წრე და გამოვედით თუ არა, მოვარდა ერთი იქაური და გვეუბნება:

- რას შობით, ძამა, თქვენ, მკტარია აგი, "იოლკა" კი არაა, "კრუგებს" რომ ურტყამთო.

ჭოლა ღლონტი