წამალს ხომ არ ვიზარალებთ? - კვირის პალიტრა

წამალს ხომ არ ვიზარალებთ?

კომუნისტების დროა. მეზობელი მყავდა, გივია, ძალზე ენაკვიმატი კაცი. გურიაში ეს გასაკვირი რომ არ არის, მოგეხსენებათ, მაგრამ გივია ნამეტანი იყო. ერთხელ გივია

ჩოხატაურში მიდიოდა საქმეზე, ჰოდა, მეზობელმა ფაციამ რეცეპტი და ფული გაატანა, წამალი წამომიღეო. მივიდა გივია აფთიაქში და მიაწოდა რეცეპტი პროვიზორს (მაშინ ურეცეპტოდ წამალს არ ყიდდნენ). პროვიზორმა დამელოდეო და უცდის გივია. გავიდა ერთი საათი, ორი, სამი.

გამოჩნდა როგორც იქნა პროვიზორი:

- უკაცრავად, ქალბატონო, ეს წამალი ნინას (მეზობელია) რომ დავალევინო, ხომ შეიძლება? - სრული სერიოზულობით ჰკითხა გივიმ.

- რას ამბობთ? წამალი ფაციაზეა გამოწერილი და ნინას როგორ დაალევინებთ?

- აბა, ფაციე არ დამხვდება ცოცხალი და ამ წამალს ხომ არ ვიზარალებთ?

გიორგი თოიძე, თბილისი