"მამაშენივით სულ შარზე არ იყოს!" - კვირის პალიტრა

"მამაშენივით სულ შარზე არ იყოს!"

ჟუჟუნა თავის გასათხოვარ გოგოს არიგებს: - შვილო, ბიჭის გაცნობა ახლა სუპერმარკეტში სჯობს. - რატომ? - დამიჯერე, ნამდვილად ასეა. იქ მაშინვე შეამჩნევ: ცოლიანია თუ არა, სვამს თუ არა, ფულიანია თუ არა, და რითი უნდა კვებო ეგ საქონელი, რომ მამაშენივით მერე, სულ შარზე არ იყოს!