იმერელი, რაჭველი და დათვი
იმერელი და რაჭველი ტყეში მისეირნობენ. უცებ ხედავენ, რომ მათ უკნიდან მშიერი დათვი ეპარება. თოფი არ აქვთ. იმერელი გარბის.
რაჭველი: - აზრი არა აქვს, სულერთია დათვზე სწრაფად ვერ გაიქცევი.
იმერელი: - მე დათვზე სწრაფად გაქცევა არც მჭირდება. შენზე სწრაფად უნდა გავიქცე.