ძარცვა სვანურად
ძარცვა სვანურად
ეს ამბავი რამდენიმე ხნის წინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, ორი სვანი კანადაში რამდენიმე დღის ჩასული იყო, მეგობრებმა ინგლისური­ არ იცოდნენ, სამსახური ვერ იშოვეს და წვრილ-წვრილი ქურდობით ირჩენდნენ­ თავს. ერთ დღესაც, ქალაქში ხეტიალისას, მაღაზია შეათვალიერეს, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით, დაცვა არ ჰყავდა.
კი გაუკვირდათ, მაგრამ უფრო გაუხარდათ და გაძარცვის გეგმაც დასახეს. მეორე დღეს, შებინდებისას, სათამაშო იარ­აღი და ნიღბები მოიმარჯვეს და მაღაზიას მიადგნენ. ერთ-ერთი მძარცველი გამყიდველ გოგონას მივარდა და სვანურად უყვიროდა, არ გაინძრეო. ხოლო
მეორე დახლებს მიადგა. გოგონა რაღაცას ინგლისურად კი ამბობდა და იღიმებოდა, მაგრამ რას გაიგებდნენ. ათიოდ წუთში ყველაფერი დასრულდა და ბიჭებიც თავიანთ ბინაში ხელდამშვენებული დაბრუნდნენ. აქ თითქოს კურიოზული არაფერია, რომ არა მაღაზიის წინ გამოკრული აბრა, სადაც ინგლისურად ეწერა: უპოვართა მაღაზია, ყველაფერი უფასოდ! გოგონა კი სვანებს ეუბნებოდა, რატომ
გვძარცვავთ, მიბრძანდით და რაც გნებავთ, უფასოდ აიღეთო. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!