ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- მიხო, ახალი ქირურგი რომ ჩამოვიდა თქვენთან, კარგი სპეციალისტია?

-  რას ამბობ, ჯო, იგეთი მაგარია, იგეთი მაგარი, ჩაქაფული რომ მიუტანო, ცხვარს ააწყობს.

ყაჩაღები სვანს დაიჭერენ, გაკოჭავენ, თავს მდინარეში ჩააყოფინებენ და უყვირიან:

- ფული! ოქროულობა! მანქანა!

სვანი ჩუმადაა.

KvirisPalitra.Ge- ფული! ოქროულობა! მანქანა!

სვანი ისევ ჩუმადაა.

ის იყო, ისევ უნდა ჩაეყურყუმელავებინათ, სვანმა ხმა ამოიღო:

- ან შემეშვით, ან კარგად ჩამაყვინთვინეთ, თორემ ვერც ფულს ვხედავ, ვერც ოქროს და ვერც მანქანასო.

KvirisPalitra.Geსვანეთში ორი ქალი საუბრობს:

- გაიგე, მაიზერს თავი მოუკლავს.

- კიდევ, ქალო?

- ჩუ, აგერ მოდის.