„მაიტა შენი ცოლი, არ გაუშვა, მასეთს სად იპოვიო?“
21-07-2019
„მაიტა შენი ცოლი, არ გაუშვა, მასეთს სად იპოვიო?“
მსახიობი და ტელეწამყვანი, პაატა გულიაშვილი ჟურნალ „გზასთან“ ყამბობს, რომ ბავშვობიდანვე კარგ მეანეკდოტედ თვლება:

- ანეკდოტებს ხშირად, თავადაც იგონებ, არა?
- იცით, რომ თელაველი ვარ, სადაც ნებისმიერ "პური ჭამაზე" ისეთი ამბავი ხდება, რომ უკვე ანეკდოტია. უბრალოდ, ცოტას გადავამუშავებ და ეგაა. მაგალითად, ერთ-ერთი სუფრის დროს, ჩემმა მეგობარმა თქვა: ცოლს უნდა გავეყაროო. ვკითხეთ, - რატომო? - რომ ვსვამ, არ მელაპარაკება. 6 თვეა, ხმა არ გაუციაო. მეორემ უთხრა: მაიტა არ გაუშვა, მასეთს სად იპოვი?
მოდი, გავცვალოთ, ჩემი ცოლი სულ ლაპარაკობსო..
. სერიალის გადაღების დროს ტექსტს რომ მაძლევენ, რეპეტიციისთვის ცოტა დრო მაქვს. ამიტომ, ჩემი გონება ისეა მოწყობილი, რომ რაღაცას წაკითხვისთანავე ვიზეპირებ, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, იქიდან სიტყვაც აღარ მახსოვს. ვიღაც ტელეფონის ნომრებს იმახსოვრებს კარგად, ვიღაც დაბადების დღეებს, მე კი 500-კაცი
ან ქორწილში ან მიტინგზე ანეკდოტი რომ გავიგო, მაშინვე მამახსოვრდება და აღარ მავიწყდება. ბავშვობიდანვე კარგ მეანეკდოტედ ვითვლები.

- შესაძლოა, ვინმემ ქუჩაში გაგაჩეროს და ანეკდოტის მოყოლა გთხოვოს?

- ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა. ეგ კი არა, ღამის სამ საათზე დაურეკავს აბსოლუტურად უცხო ადამიანს და უთქვამს: ვქეიფობთ ახლა და ძმურად, ერთი ანეკდოტი მოგვიყევიო.

- ასეთ დროს რას აკეთებ?
- თუ ძალიან დაღლილი არ ვარ, მოვუყვები, აბა, რას ვიზამ?! ადამიანს ვერ ვაწყენინებ. წარმოიდგინე, შუაღამისას ვიღაცამ სადღაც დაიწყო შენზე ლაპარაკი, - რა მაგარი ტიპია. მაიტა, ერთი ტელეფონის ნომერი გავიგოთ და დავურეკოთ, ანეკდოტი მოგვიყვესო. ჰოდა, ასეთ ადამიანს ხომ არ ვათქმევინებ, რა უჟმური ყოფილაო... თუმცა, მეორე დღეს მოუბოდიშებიათ, - ნასვამები ვიყავით და შეგაწუხეთო. არაკონფლიქტური ადამიანი ვარ და იშვიათად ვკარგავ წონასწორობას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებმაც ღამის 3 საათზე უნდა დამირეკონ. ჩემი ტელეფონი ყოველთვის ჩართული არ არის (იღიმის).

- ყველაზე უცნაურ ვითარებაში თუ მოუთხოვიათ ანეკდოტის მოყოლა?
- ციხიდან დაურეკავთ. ახლა იქ ტელეფონები არ არის და დარეკვაც ფასიანია. მიუხედავად ამისა, მაინც ხშირად მირეკავენ აბსოლუტურად უცნობი პატიმრები და ანეკდოტების მოყოლას მთხოვენ. ვერც მათ ვეუბნები უარს... ბოლო დროს წნევა მაწუხებს და ექიმთან მივედი. თავს ცუდად ვგრძნობდი. რომ დამინახა, სიცილი დაიწყო. მე ჩემს პრობლემებზე მოვუყევი, მან კი მიპასუხა, - ახალი ანეკდოტი ძალიან მომეწონა და კიდევ რაიმე ასეთი კარგი ხომ არ იციო? - ჰე, ბიჭო, ცუდად ვარ, მომხედე, ერთი აბი მაინც ჩამიდე ენის ქვეშ და მერე მოგიყვები-მეთქი, - ვუთხარი. ცუდი ნაბახუსევი მაქვს და "სასწრაფო დახმარებას" ხშირად ვიძახებ. დამინახავენ თუ არა, მაშინვე სიცილს იწყებენ. მე ვკვნესი და ვეხვეწები, წნევა მაინც გამიზომეთ-მეთქი, ისინი კი იცინიან... სანამ შენც მთხოვ ანეკდოტის მოყოლას, თავად გაგიზიარებ ერთ ექსკლუზიურ ამბავს: ჩემმა თელაველმა მეგობარმა სახინკლე გახსნა. გზის იქით სასაფლაოა და გზის აქეთ - ეს სახინკლე. უთქვამს, სახინკლისთვის რამე კრეატიული სახელწოდება მოვიფიქროთო. ძმაკაცმა უპასუხა: "ჭირი იქა, ლხინი აქა" დაარქვიო. არ არის ეს ანეკდოტი?
mmm
15 აგვისტო 2019 13:26
აუჰ, ძაან მაგარი იყო "ჭირი იქა - ლხინი აქა"
თედო
23 ივლისი 2019 13:47
სენაკში საავადმყოფოს კუთხეში ლუდის ბარი იყო რეამინაცია ქვიოდა.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?