ბონ აპეტიტ, კვირკველია!
ბონ აპეტიტ, კვირკველია!
პარიზის ერთ-ერთ რესტორანში ზის მეგრელი და სადილს მიირთმევს. ამ დროს შემოვიდა ფრანგი და რადგან ირგვლივ ცარიელი მაგიდა არ იყო, მეგრელის მაგიდასთან მივიდა, სკამი გამოსწია და უთხრა:
- ბონ აპეტიტ!
- კვირკველია! - უპასუხა მეგრელმა.
მეორე დღეს იგივე სიტუაცია განმეორდა - მეგრელი ჭამდა, ფრანგი შემოვიდა და ეუბნება:
- ბონ აპეტიტ!
- კვირკველია! - პასუხობს გაკვირვებული მეგრელი. მესამე დღესაც:
- ბონ აპეტიტ!
- კვირკველია!
ბოლოს, მეგრელს უთხრეს, რასაც ნიშნავს "ბონ აპეტიტ" და
მანაც გადაწყვიტა, ზრდილობიან ადამიანად წარმოეჩინა თავი. დაელოდა და როცა ნაცნობი ფრანგი რესტორანში შევიდა და სადილობა დაიწყო, თავაზიანი ღიმილით დაადგა თავზე:
- ბონ აპეტიტ!
- კვირკველია! - უპასუხა ფრანგმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა