ბონ აპეტიტ, კვირკველია! - კვირის პალიტრა

ბონ აპეტიტ, კვირკველია!

პარიზის ერთ-ერთ რესტორანში ზის მეგრელი და სადილს მიირთმევს. ამ დროს შემოვიდა ფრანგი და რადგან ირგვლივ ცარიელი მაგიდა არ იყო, მეგრელის მაგიდასთან მივიდა, სკამი გამოსწია და უთხრა:

- ბონ აპეტიტ!

- კვირკველია! - უპასუხა მეგრელმა.

მეორე დღეს იგივე სიტუაცია განმეორდა - მეგრელი ჭამდა, ფრანგი შემოვიდა და ეუბნება:

- ბონ აპეტიტ!

- კვირკველია! - პასუხობს გაკვირვებული მეგრელი. მესამე დღესაც:

- ბონ აპეტიტ!

- კვირკველია!

ბოლოს, მეგრელს უთხრეს, რასაც ნიშნავს "ბონ აპეტიტ" და მანაც გადაწყვიტა, ზრდილობიან ადამიანად წარმოეჩინა თავი. დაელოდა და როცა ნაცნობი ფრანგი რესტორანში შევიდა და სადილობა დაიწყო, თავაზიანი ღიმილით დაადგა თავზე:

- ბონ აპეტიტ!

- კვირკველია! - უპასუხა ფრანგმა.