"მოხარშულ დედალს ვუყურებდი!" - კვირის პალიტრა

"მოხარშულ დედალს ვუყურებდი!"

რაჭველი ექიმს საყვედურობს: - ექიმო, თქვენ რომ ღამით ჭამა ამიკრძალეთ, მაგიტო გავცივდი. - ეგ რა შუაშია?! - როგორ თუ რა შუაშია?! მთელი ღამე ღია მაცივრის წინ ვიდექი და მოხარშულ დედალს ვუყურებდი!