ნამდვილი სვანები - კვირის პალიტრა

ნამდვილი სვანები

ოცი წელია ტაქსისტად ვმუშაობ. ათასი ჯურის კლიენტი გადამიყვანია და კურიოზულ სიტუაციაშიც ბევრჯერ აღმოვჩენილვარ, მაგრამ ის, რაც ამას წინათ შემემთხვა, კურიოზთა კურიოზად შეიძლება ჩაითვალოს. სვანებზე ბევრ რამეს ჰყვებიან, ზოგს ნაღდს, ზოგს გამოგონილს. მე მინდა, გიამბოთ ამბავი, რომელიც მართლა გადამხდა თავს და სხვას რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდი. მოკლედ, ერთ საღამოს, ერთი კლიენტი ვარკეთილში მივიყვანე და სახლში წასვლა გადავწყვიტე (გლდანში ვცხოვრობ). მეტროსთან ოთხმა მამაკაცმა დამიქნია ხელი. გავაჩერე, სვანები აღმოჩნდნენ.

- გლდანში ათ ლარად წაგვიყვან? - მკითხა ერთმა. მაინც მივდიოდი და ვიფიქრე, ბენზინის ფულია-მეთქი.

- დაჯექით, - ვუთხარი მე. დაჯდა ოთხივე. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, არც მე შემიწუხებია. ახმეტელის მეტროსთან გამაჩერებინეს. ჩავიდნენ და 40 ლარი მომცეს. აი, ნამდვილი სვანები!

გიორგი, თბილისი