ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

"ნაციონალების" მშობლების საუბარი:

- გადამრევს ჩემი შვილი.

- რა სჭირს?

- ვეუბნები, შვილო, ან სამედიცინოზე ჩააბარე, ან იურიდიულზე, კაცი გამოხვალ-მეთქი, მაგრამ მიჯერებს? 18 წლისაა და მინისტრის მოადგილეა.

თბილისში ჩამოსული შუახნის გურული აკვირდება გამვლელებს. უცებ ქუჩაში შემხვედრი გოგონა ეკითხება:

- ხომ ვერ მეტყვით, რა დროა, ბიძია?

- გლახა, ბიძია, გლახა.

ახალი გურული მანქანას "ამარიაჟებს".

- ა, აგი "კნოპკა" წვიმის საწინააღმდეგოა, დააწვები და...

- სახურავი მისით იხურება ხო?

- მაი ძველ მანქანებშია, აბდალა...

- აბა რას შვრება?

- წვიმა წყდება.