"დედაშენმა მიპასუხა, - ჰოლანდიაშიაო"
"დედაშენმა მიპასუხა, - ჰოლანდიაშიაო"
ცნობილი ქართველი იუმორისტი ქართლოს კასრაძის არაერთი ხუმრობა დღემდე შემორჩა თბილისს. გთავაზობთ მათგან ერთ-ერთს:

ქართლოსი ხვდება ძმაკაცს, რომელთან ერთადაც წინა დღეს გემრიელად იქეიფა და ეკითხება:

- რაფრა გეძინა წუხელი, პახმელიაზე?
- დამესიზმრა, ვითომ ჰოლანდიაში ვიყავი და ყვავილებს ვკრეფდი გასაყიდად. შენ როგორ გეძინა?..
- დამესიზმრა ბრიჯიტ ბარდო და სოფი ლორენი. ვითონ შემოვიდნენ ჩემთან ტიტვლები, ჩამომიწვნენ ლოგინში და დამიწყეს ალერსი - უშენოდ არ შეგვიძლია გაძლებაო!
- მერე, ორი ქალი რად გინდოდა, მე დაგავიწყდი? რატო
არ დამირეკე, შე ჩემანალა?
- დაგირეკე, როგორ არა, მარა დედაშენმა მიპასუხა, - ჰოლანდიაშიაო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?