"დედაშენმა მიპასუხა, - ჰოლანდიაშიაო" - კვირის პალიტრა

"დედაშენმა მიპასუხა, - ჰოლანდიაშიაო"

ცნობილი ქართველი იუმორისტი ქართლოს კასრაძის არაერთი ხუმრობა დღემდე შემორჩა თბილისს. გთავაზობთ მათგან ერთ-ერთს:

ქართლოსი ხვდება ძმაკაცს, რომელთან ერთადაც წინა დღეს გემრიელად იქეიფა და ეკითხება:

- რაფრა გეძინა წუხელი, პახმელიაზე? - დამესიზმრა, ვითომ ჰოლანდიაში ვიყავი და ყვავილებს ვკრეფდი გასაყიდად. შენ როგორ გეძინა?..

- დამესიზმრა ბრიჯიტ ბარდო და სოფი ლორენი. ვითონ შემოვიდნენ ჩემთან ტიტვლები, ჩამომიწვნენ ლოგინში და დამიწყეს ალერსი - უშენოდ არ შეგვიძლია გაძლებაო!

- მერე, ორი ქალი რად გინდოდა, მე დაგავიწყდი? რატო არ დამირეკე, შე ჩემანალა?

- დაგირეკე, როგორ არა, მარა დედაშენმა მიპასუხა, - ჰოლანდიაშიაო.