"შეჩერდი, დასასრული ახლოსაა!"
ორი ბერი გზაზე ბოძს აყენებს, რომელზეც დამაგრებულია ასეთი წარწერა:
"შეჩერდი, დასასრული ახლოსაა! მობრუნდი, სანამ გვიანი არაა!"
ამ დროს, გვერდით დიდი სიჩქარით ავტომობილი ჩაუქროლებთ, საიდანაც მძღოლი მათი მისამართით სალანძღავ სიტყვებს ყვირის, ხელებს იქნევს და მუშტს იღერებს:
- წყეულო სექტანტებო, ყელში ამოხვედით!!! მანქანა მოსახვევში თვალს ეფარება და მაშინვე ძლიერი დარტყმის ხმა ისმის, რასაც ზათქი მოჰყვება.
ერთი ბერი - მეორეს: - ვგონებ, შენ მართალი იყავი, მარტივად უნდა დაგვეწერა: "ხიდი ჩანგრეულია"