ორი ბერი გზაზე ბოძს აყენებს, რომელზეც დამაგრებულია ასეთი წარწერა:"შეჩერდი, დასასრული ახლოსაა! მობრუნდი, სანამ გვიანი არაა!"ამ დროს, გვერდით დიდი სიჩქარით ავტომობილი ჩაუქროლებთ, საიდანაც მძღოლი მათი მისამართით სალანძღავ სიტყვებს ყვირის, ხელებს იქნევს და მუშტს იღერებს:- წყეულო სექტანტებო, ყელში ამოხვედით!!! მანქანა მოსახვევში თვალს ეფარება და მაშინვე ძლიერი დარტყმის ხმა ისმის, რასაც ზათქი მოჰყვება.ერთი ბერი - მეორეს: - ვგონებ, შენ მართალი იყავი, მარტივად უნდა დაგვეწერა: "ხიდი ჩანგრეულია"