"ცუდი გაბრაზება ვიცი"
02-09-2019
"ცუდი გაბრაზება ვიცი"
მამაკაცი სირბილით შევარდა საავადმყოფოს მისაღებში.
- მიშველეთ, ვირთხამ მიკბინა...
პერსონალი ხუმრობის ხასიათზე იყო.
- როგორ გიკბინათ?
- ავტოფარეხს ვალაგებდი. კუთხეში მკვდარი ვირთხა ეგდო. ხელი მოვკიდე, რომ გადამეგდო, მეცა და თითში კბილები ჩამასო.
- იმ ვირთხის თავი უნდა მოგვიტანოთ, - უთხრა ექიმმა.
- რად გინდათ? - გაოცდა კაცი.
- ხომ უდა ვნახოთ, როგორმა ვირთხამ გიკბინათ?
- მეხუმრებით? ძალიან გაბრაზებული ვარ და თქვენ კიდევ მაბრაზებთ, - თვალები დაატრიალა პაციენტმა.
- არა, არ
გეხუმრებით, - უპასუხა შეშინებულმა ექიმმა.
- ჩემ შემთხვევაში არც ხუმრობა გამოგივათ და ვერც ვირთხის თავის მოტანას შევძლებ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ის ვირთხა თითში რომ მწვდა, ჯერ მიწაზე დავანარცხე, მერე ჩაქუჩით თავი გავუჭეჭყე, ბენზინი დავასხი და დავწვი... ცუდი გაბრაზება ვიცი, როცა გაბრაზებული ვარ, ჩემთან
ხუმრობა არ შეიძლება...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?