"ცუდი გაბრაზება ვიცი" - კვირის პალიტრა

"ცუდი გაბრაზება ვიცი"

მამაკაცი სირბილით შევარდა საავადმყოფოს მისაღებში.

- მიშველეთ, ვირთხამ მიკბინა...

პერსონალი ხუმრობის ხასიათზე იყო.

- როგორ გიკბინათ?

- ავტოფარეხს ვალაგებდი. კუთხეში მკვდარი ვირთხა ეგდო. ხელი მოვკიდე, რომ გადამეგდო, მეცა და თითში კბილები ჩამასო.

- იმ ვირთხის თავი უნდა მოგვიტანოთ, - უთხრა ექიმმა.

- რად გინდათ? - გაოცდა კაცი.

- ხომ უდა ვნახოთ, როგორმა ვირთხამ გიკბინათ?

- მეხუმრებით? ძალიან გაბრაზებული ვარ და თქვენ კიდევ მაბრაზებთ, - თვალები დაატრიალა პაციენტმა.

- არა, არ გეხუმრებით, - უპასუხა შეშინებულმა ექიმმა.

- ჩემ შემთხვევაში არც ხუმრობა გამოგივათ და ვერც ვირთხის თავის მოტანას შევძლებ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ის ვირთხა თითში რომ მწვდა, ჯერ მიწაზე დავანარცხე, მერე ჩაქუჩით თავი გავუჭეჭყე, ბენზინი დავასხი და დავწვი... ცუდი გაბრაზება ვიცი, როცა გაბრაზებული ვარ, ჩემთან ხუმრობა არ შეიძლება...