ამოთხრილი მიცვალებული და გაცვლილი ფეხსაცმელი
ამოთხრილი მიცვალებული და გაცვლილი ფეხსაცმელი
"ფეისბუკმომხმარებელი" ნინო ჭინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს:

"სამეგრელოს ერთ-ერთ ლამაზ სოფელში მწუხრია: გარდაიცვალა ჩემი მეგობრის მამიდა მიმოზა. რა თქმა უნდა, მეც მონაწილე ვარ მწუხარების და იქ ვიმყოფები.

- მიმოზა, რატომ დაგვტოვეეე, ყოფილიყავი კიდეეევ-მოთქმით შემოვიდა მეზობლის ქალი ქორდიკო-გუშინ ვნახე სიზმარში ჩემი ღინტუ, ჩემი "ტუფლები" გამოატანე მიმოზასო, მითხრააა, ვიცი არ დამზარდები და ეგერ გიდებ გაზეთში შეხვეულს, აბა შენ იცი, მიმოზაააა!
ძლივს გაიყვანეს საწყალი ქორდიკო გარეთ.

- აიღეთ ეს ტუფლები, არ უხდება, გადადევით დროებით
პისმენი სტოლში - გასცა განკარგულება ჭირისუფალმა.

გამოსვენების ჟამი დადგა, გამოასვენეს მეგრული წესით მიცვალებული, გლოვის ზარია ეზოში, - დიდუ, ღინტუს ტუფლები!- გაახსენდა ვიღაცას - ადი, ძღაბი, ჩამოიტანე, მოგვეჭრა თავი.

ჩამოიტანეს, მიუდეს მიმოზას და დაასაფლავეს როგორც საჭირო იყო.

საღამოს ნასვამი ჭირისუფლები ისევ სუფრასთან ისხდნენ, გლოვა გრძელდება.

-
სად არის ჩემი ფეხსაცმელები?!- ზარივით გაისმა გარდაცვლილის მაზლის, გელოდის, ყვირილი - აგერ იდო შეხვეული!
- ახლავე, გელოდი, ახლავე - დატრიალდა გელოდის ცოლი, მთელი სანათესაო ძებნას შეუდგა. მალევე აღმოაჩინეს "პისმენი სტოლში" საგულდაგულოდ შენახული ღინტუს ტუფლები.

- დიდუუუუუ- გადავარდა გულწასული გელოდის ცოლი - ყველასთვის ნათელი გახდა: მიმოზას ღინტუსთან გელოდის ფეხსაცმელები გაატანეს!

შეიკრიბა მთელი სანათესაო, მათ გადაწყვეტილებას ელოდა დაზარებული გელოდიც.

- მეტი გზა არაა, ამოვთხაროთ უნდა მიმოზა, ცუდის ნიშანია, გავცვალოთ ტუფლები-გამოითქვა კომპეტენტური აზრი
- კი ბატონო, ამოვთხაროთ,- გაჟღერდა საწინააღმდეგო აზრიც - მაგრამ, კაი და გადაცემული აქვს უკვე ღინტუსთვის, ამიტომ პირდაპირ ღინტუ ხომ არ ამოგვეთხარა?!

-ჰაიტ!- რასაა რომ იხილავთ აქ! - ჩაერთო დისკუსიაში აქამდე წყნარად მჯდომი, ჭკვიან კაცად ცნობილი, სოფლის ღვაწლმოსილი პედაგოგი - დღეს თავისიანი არავინ ყავდა მოსანახულებელი მიმოზას, პირდაპირ ღინტუსთან რომ არ გავარდნილიყო? თანაც ღინტუ გამოართმევდა გელოდის ტუფლებს, როგორ გგონიათ თქვენ! თავისი უნდოდა იმას! ჰოდა, დღესვე უნდა ამოითხაროს მიმოზა, თუ გვინდა, რომ იქ დაგვხვდეს გელოდის ტუფლები!

ჭკვიანი კაცის ნათქვამმა საღმა აზრმა გაიმარჯვა, ამოთხარეს მიმოზა, როგორც ივარაუდეს, ჯერ კიდევ იქ იდო გელოდის ფეხსაცმელები, მოუხადეს ბოდიში, გაცვალეს ტუფლები და ვალმოხდილებმა გააგრძელეს სამგლოვიარო რიტუალი, სმა- ჭამა დიდად შესარგი.

ნოდსრი.
14 ოქტომბერი 2019 21:26
ანბანური ჭეშმარიტება: ხოხ, ჯერ თავისიანები არ უნდა ენახა?!,მერე და სხვის "ტუფლებს" როგორ გამოართმევდა? სორე მიმოზას იდეოლოგიურ-პოლიტიკური დონე?
მიმოზა-2
25 სექტემბერი 2019 13:35
შენ გაიხარე ნინო! გული დამძიმებული მაქვს ამდენი ჭი-ვარამის გამგონეს და ცოტა ხასიათი გამომიკეტდა, ყველამ დიდხანს იცოცხლეთ მიმოზას მოსვლამდეეეეეეეეეეეეეეეე!
...
16 სექტემბერი 2019 23:37
კარგად ვიხალისე, მაგარია.

საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?