"მაყაშვილი, გოგო, ძუძუ რა უყავიო? ფოიეში სრული სიჩუმეა..." - სახალისო ამბავი მსახიობ თამარ მაყაშვილისგან - კვირის პალიტრა

"მაყაშვილი, გოგო, ძუძუ რა უყავიო? ფოიეში სრული სიჩუმეა..." - სახალისო ამბავი მსახიობ თამარ მაყაშვილისგან

სახალისო ამბავი მსახიობ თამარ მაყაშვილისგან:

"თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებს ვაბარებ და იმაზე ვწუხვარ, რომ პატარა მკერდი მაქვს. იმ დროს ე.წ. "გუბკიანი" ლიფები არ იყიდებოდა. ჩემი მეგობარი, დიზაინერი დიმა კობახიძე დამეხმარა: ავიღეთ ბებიაჩემის დიდი ზომის ლიფი, რომელშიც რაღაც ქსოვილები, ბამბა და რაც ხელში მოგვხვდა, ყველაფერი ჩავტენეთ. ბოლოს, დიმამ ღარიც დამახატა. ჰოდა, ასე გამოპრანჭული წარვდექი კომისიის წინაშე. ატყდა ერთი ხორხოცი. მესმის, ერთმანეთს ელაპარაკებიან: - "რა ფეხი აქვს, რა ხელი, რამხელა მკერდი!" ეტიუდი შევასრულე და ბევრიც ვიმაიმუნე... მერე, სამი თვე შვილებთან ერთად ბაკურიანში ვისვენებდი.

კარგად მახსოვს, 17 სექტემბერს ინსტიტუტში თავგადაპარსული და გარუჯული მივედი. პირველკურსელები ფოიეში შეგვკრიბეს. ზემოდან, მეოთხე სართულიდან გიზო ჟორდანიამ გადმოიხედა და უცებ, ისმის მისი ყვირილი: - "მაყაშვილი!" ავიხედე, - ბატონო გიზო, როგორ ბრძანდებით-მეთქი? - მაყაშვილი, გოგო, ძუძუ რა უყავიო? ფოიეში სრული სიჩუმეა. ისმის ჩემი პასუხი: "ძუძუ სახლში დავტოვე!" ამის შემდეგ, ამ თემაზე ხშირად "ღადაობდნენ".

ჟურნალ "გზის" არქივი