ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

მეგრელს უფროსი ეკითხება:

- რატომ არ იყავი სამსახურში?

- კბილი მტკიოდა ნამეტანი, წამალმაც არ მიშველა.

- ეგ მიზეზი არ არის. მე კბილი რომ მტკივა, ცოლს ჩავეხუტები და მირჩება.

- ბოდიში, ბატონო, მასე ახლოს არ ვარ თქვენს ცოლთან...

სვანს ოჯახი დაენგრევა და ნანგრევებში მოყვება.

მიხო დანიშნეს გამგებლად. მეორე დღეს მაროს ეუბნება:

- მე ახლა თანამდებობის პირი ვარ და საყვარელი უნდა გავიჩინოო. რამდენიმე თვის შემდეგ საზეიმო შეხვედრაზე მაროც წაიყვანა.

- აგე, მარო, იმ სამი ქალიდან, პირველი გუბერნატორის საყვარელია, მეორე მინისტრის, მესამე კი ჩემი.

- გენაცვალე, მიხო, ჩვენი ყველასა სჯობია.