ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

ბარემ ცოლიც წეიყვანე

მოგესალმებით, კვირის პალიტრავ! ჩოხატაურის რაიონის სოფელ კოხნარიდან გწერთ. ძალიან მიყვარს თქვენი რუბრიკა. მინდა, ერთი კურიოზი მოგიყვეთ: ჩემს სოფელში ცხოვრობს ენაკვიმატობით განთქმული კაცი, სახელად მალხაზა.

80 წლის მალე გახდება. ერთხელ მალხაზამ მეზობელ ზაქროს ე.წ. გაზის რედუქტორის დაბრუნება მოსთხოვა, რომელიც ერთი წლის წინ ათხოვა. ზაქროს დაბრუნება არ უნდოდა, რადგან რედუქტორს იყენებდა და უთხრა:

- რად გინდა  რედუქტორი, შენ მაინც არ ხმარობ...

- მასე, ბიძია, ცოლი მყავს სახლში, 20 წელია არ მიხმარია, წეიყვანე ისიც და გყავდეს, - უმალ უპასუხა მალხაზამ.

აკაკი, კოხნარი

KvirisPalitra.Ge"კამიკაძე" ყვავი

კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი მოხუცი კაცი, სახელად შიო. შიო მშრომელი და პატიოსანი იყო, თუმცა, როგორც კომუნისტების დროს აღზრდილი, ნაკლებად მორწმუნე გახლდათ. მისი ოჯახი როცა ეკლესიაში მიდიოდა, შიო თოხს დაავლებდა ხელს და ყანისკენ აიღებდა გეზს. ცოლმა და შვილებმა ხელი ჩაიქნიეს, მამაომაც, - თავი დაანებეთ, მას ისეთი კეთილი გული აქვს, ისედაც ღვთის მადლი არ მოაკლდებაო.

მაგრამ ერთმა შემთხვევამ მთლიანად შეცვალა შიოს შეხედულება. იმავე სოფელში ცხოვრობდა მეტად ცელქი  12 წლის ბავშვი, რომელსაც მთელი სოფელი მავნეს ეძახდა. ერთხელ, არავინ იცის რატომ, მავნემ ყვავი დაიჭირა, ფეხზე ასაფეთქებელი (ე.წ. დინამიტი) გამოაბა და გაუშვა, საწყალი ყვავი გაფრინდა და ჩვენი შიოს ეზოში მდგარ კაკლის ხეზე შეფრინდა,  - ყვა, ყვა! ჩხავის ყვავი. იქვე მომუშავე შიო შეწუხდა, მაღლა აიხედა,

- ყვა შენა და გახეთქვაო! - გასძახა ფრინველს. ამის თქმა იყო და, ბახ! აფეთქდა დინამიტი, ყვავის ბუმბულმა დაფარა მიწა. ყანიდან ჩოქვით რომ მივიდა შიო ეკლესიაში, ორი კვირა გარეთ ვერ გამოიყვანეს.

მამუკა გოგიაშვილი